სიახლეები

05 სექტემბერს, ავტორიზირებულ კულტურის ინსტიტუტში ტარდება 2024-2025 სასწავლო წლის მისაღებ-შემოქმედებითი ტური

05 სექტემბერს, ავტორიზირებულ კულტურის ინსტიტუტში ტარდება 2024-2025 სასწავლო წლის მისაღებ-შემოქმედებითი ტური 


1.    ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის პროფესიული გადამზადების პროგრამაზე;

2.     ქართული ხალხური სიმღერის პროფესიული გადამზადების პროგრამაზე;

3.    სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ქორეოგრაფ-მწვრთნელის პროფესიული გადამზადების პროგრამაზე;


4. არაფორმალური განათლების (პროფესიის) აღიარება დაუსწრებელი:

• ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორი

• ქართული ხალხური სიმღერია

• სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ქორეოგრაფ-მწვრთნელი


პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია: https://vet.emis.ge/#/


• სწავლის ხანგრძლივობა 34 კვირა 850 საათი;

• დაშვების წინაპირობა: განათლება საშუალო (საბაზისო),

• სწავლის საფასური 1700 თვითდაფინასებით (სახელმწიფოს სრული დაფინანსებით).

• მისაღები ადგილების რაოდენობა 25


• დაწყების თარიღი 15/09/ 2024

• დასრულების თარიღი 15/05/2025


• საბუთების მიღება და გასაუბრება : 04/08/2024-30/08/2024

• შემოქმედებითი ტური: 05/09/2024


• განცხადების განხილვის საფასური შეადგენს - 50 ლარს,

• განხორციელების ადგილი თბილისი ცოტნე დადიანის 26

• ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონე 4-5

• დასაქმების სფერო: მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნება

დაინტერესებული პირები გთხოვთ დაგვიკავშირდით

• ფაქტობრივი მისამართი ც. დადიანის 26

• ელ-ფოსტა info.instituteofculture@gmail.com

• ვებ-გვერდი: www.artfolk.ge. www.qor.org.ge

• Facebook: კულტურის ინსტიტუტი

• ტელეფონი:2354841; 2354821.

მობი: 592002300; 598677533; 593148326.

მობი: 592002300; 598677533; 593148326.


მსმენელთა შესარჩევი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად 

I ტური - გასაუბრება


    ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე (ზეპირი ფორმით) მოხდება სასკოლო პროგრამაში არსებულ მასალაზე დაყრდნობით. შემოწმდება მსმენელის ზოგადი ცოდნა ქართული და მსოფლიო ქორეოგრაფიის, ლიტერატურისა და ხელოვნების სხვა დარგების მიმართულებით.


    ქართული ხალხური სიმღერისა  პროფესიული გადამზადების პროგრამა

I ტური - გასაუბრება  


    გასაუბრება ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე (ზეპირი ფორმით) მოხდება სასკოლო პროგრამაში არსებულ მასალაზე დაყრდნობით. შემოწმდება მსმენელის ზოგადი ცოდნა ქართული და მსოფლიო ხალხური სიმღერისა და საკრავების, ლიტერატურისა და ხელოვნების სხვა დარგების მიმართულებით. შემოქმედებითი ტურები ტარდება სხვა მსმენელების თანდასწრებით.


II ტური -  შემოქმედებითი ტური


    ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის პროფესიული გადამზადების პროგრამაზე;

    სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ქორეოგრაფ-მწვრთნელის პროფესიული გადამზადების პროგრამაზე;

    ქორეოგრაფიული ანსამბლის მსახიობი-მოცეკვავის" პროფესიული მომზადება პროგრამაზე;

    მსმენელის ვიზუალი უნდა შეესაბამებოდეს ქორეოგრაფიულ სტანდარტებს;

    საკუთარი ცეკვის შესასრულებლად უნდა იქონიოს საჭირო რეკვიზიტები;

    მსმნელმა უნდა წარმოადგინოს საცეკვაო ფრაგმენტები (არანაკლებ ოთხისა – შესაძლებელია სხვადასხვა ჟანრის ქორეოგრაფიული ფრაგმენტის შესრულება) ცეკვის მუსიკალური აკომპანიმენტი ჩაწერილი უნდა ჰქონდეს 2 CD დისკზე ან მეხსიერების ბარათზე/რეგისტრაციის დროს წინასწარ მიუთითოს აკომპანიმენტის საჭიროება და შესასრულებელი ცეკვის დასახელება;


    ქართული ხალხური სიმღერისა  პროფესიული გადამზადების პროგრამა

      შესარჩევ ტურზე მოწმდება მსმენელი მუსიკალური მონაცემები: სმენა, ხმა, ინტონირება; აქვს თუ არა გამართული სასიმღერო აპარატი. აბიტურიენტმა უნდა შეძლოს გაიმეოროს შეთავაზებული მელოდია, გამოიცნოს ინტერვალები, გამოამჟღავნოს მუსიკის ელემენტარული თეორიის ცოდნა. მას უნდა ჰქონდეს ლოტბარ-რეგენტის პროფესიის დასაუფლებლად აუცილებელი უნარები.


გამოცდა - გამოცდაზე გასული მსმენელისათვის მოთხოვნები რთულდება. აბიტურიენტმა უნდა შეასრულოს ჩამონათვალში მითითებული, კომისიის მიერ შერჩეული სიმღერა და საგალობელი ხმათა მონაცვლეობით. შემოწმდება აბიტურიენტის ზოგადი ცოდნა და ინტერესები, როგორც ხალხური სიმღერის, ასევე საეკლესიო გალობის რაობის შესახებ; სასურველია აბიტურიენტი ფლობდეს რომელიმე ინსტრუმენტს (ფორტეპიანო, ქართული ხალხური საკრავები).

1.    

ქრისტე აღდგა (სვანური)

2.    ასე ჩონგური (მეგრული)

3.    გოგოვ შავთვალა (ქართლური)

4.    ვარდსა ჰკითხეს (გურული)

5.    ლაჟღვაში (სვანური)

6.    ბაღია ჩვენი ქვეყანა (გურული)

7.    მოვედით თაყუანის-ვსცეთ (გელათის სკოლა)

8.    მეგრული ალილო

9.    კახური ნანა

10.    ოკრიბული/იმერული მგზავრული.



Facebook კომენტარები

პოპულარული

მსმენელთა შესარჩევი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად პროფესიული გადამზადების პროგრამაზე 4-02-2025, 00:59
2024 წლის 9 დეკემბრიდან ავტორიზირებული კულტურის ინსტიტუტი აცხადებს მსმენელთა მიღებას . 5-02-2025, 00:47
კულტურის ინსტიტუტი აცხადებს მსმენელთა მიღებას დაუსწრებელი კურსებზე არაფორმალური განათლების (პროფესიის) აღიარებას 7-02-2025, 00:42
05 სექტემბერს, ავტორიზირებულ კულტურის ინსტიტუტში ტარდება 2024-2025 სასწავლო წლის მისაღებ-შემოქმედებითი ტური 11-08-2024, 12:42
ინგა ჩარაშვილი 29-09-2021, 18:13

კალენდარი

«    აპრილი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930