
სიახლეები
კულტურის ინსტიტუტი & არტ-ფოლკი » სიახლეები » „ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის არაფორმალური განათლების (პროფესის) აღიარება
არაფორმალური განათლების (პროფესის) აღიარება
დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება!
„ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის“;
“ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების რეპეტიტორის”;
“სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ქორეოგრაფ-მწვრთნელის”,
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2023 წლის 21 აპრილის №438637 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №459 დადგენილებით დამტკიცებული „არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესისა და პირობების “მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 და მე-3 პუნქტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე 2023 წლის 24 აპრილის №448613 ბრძანებით
ა(ა)იპკულტურის ინსტიტუტს მიენიჭა არაფორმალური განათლების აღიარების უფლება. 2022 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით (№21740) პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს მიერ, ა(ა)იპკულტურის ინსტიტუტს მიენიჭა „ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის“, ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების რეპეტიტორის, სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ქორეოგრაფ-მწვრთნელის პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება, რის საფუძველზეც ინსტიტუტმა მოიპოვა არაფორმალური განათლების აღიარების უფლება.
შესაბამისად კულტურის ინსტიტუტი უფლებამოსილია გამოიყენოს ზემოაღნიშნული წესი „ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის“, ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების რეპეტიტორის, სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ქორეოგრაფ-მწვრთნელის პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამით განსაზღვრული სწავლების შედეგების (პროფესიის) არაფორმალური განათლების აღიარებისათვის.
გთხოვთ ააიპ კულტურის ინსტიტუტის „ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის“ პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამით
დაინტერესებულ პირებს პროგრამის დეტალების გასაცნობათ ეწვიოთ კულტურის ინსტიტუტის
ვებ გვერდს www.artfolk.ge ხოლო არაფორმალური განათლებისა და პროფესიის აღიარების მიზნით
აპლიკაციის შესავსებად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შესაბამის
ვებ.გვერდს https://vet.emis.ge/#/assessment
• მხარდამჭერი ორგანიზაციები:
• საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
არაფორმალური განათლების აღიარების უფლებას მუდმოვ მოქმედი კომისიის წევრები:
უჩა დვალიშვილი - პროფესორი
რეზო ჭანიშვილი - პროფესორი
ალექსანდრე ქართველიშვილი - საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიის პრეზიდენტი
ზვიადი არძენაძე - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების აღიარების კონსულტანტი
წარსადგენი დოკუმენტების სია
1. განცხადება;
2. რეზიუმე / CV;
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. არსებობის შემთხვევაში, არაფორმალური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი: შრომითი ხელშეკრულებ(ებ)ის ასლი, სამუშაოს აღწერილობა, ცნობა სამუშაო ადგილიდან, სერტიფიკატი და ა.შ.
5. ტრენინგზე დასწრების შესახებ სასწავლო ჩანაწერი და სერტიფიკატები;
6. სამუშაო ჩანიშვნები და ჩანაწერი;
7. რეკომენდატორის მიერ გაცემული ცნობა ან/და ფოტომასალა;
8. ვიდეო ჩანაწერები, პრეზენტაცია(ები);
9. სხვა სახის მტკიცებულებები.
• იურიდიული პირი:
• სახელწოდება ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტი
• საიდენტიფიკაციო კოდი 406260255
• ფაქტობრივი მისამართი ც. დადიანის 26
• ელ-ფოსტა info.instituteofculture@gmail.com
• ვებ-გვერდი: www.qor.org.ge
• Facebook: კულტურის ინსტიტუტი
• ტელეფონი:2354841; 2354821.
• მობი: 593148326; 599556928; 592002300; 579003411; 59554541.
www.artfolk.ge