სიახლეები

ავტორიზირებული „კულტურის ინსტიტუტი“ აცხადებს მსმენელთა მიღებას, სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ქორეოგრაფ-მწვრთნელის პროფესიული გადამზადების პროგრამაზე;

პროფესიული გადამზადების პროგრამა მიეკუთვნება ხელოვნების სფეროს, ქორეოგრაფიის საქმიანობის მიმართულებით. პროფესიული გადამზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია შესაბამის სფეროში დასაქმებულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამაზე დაშვების წინაპირობებს, პირს, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს ცოდნა აღნიშნული მიმართულებით, გაიუმჯობესოს პრაქტიკული უნარები და გახდეს კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრი ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად. 

პროგრამაზე სწავლა განხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, პროგრამის ხანგრძლივობა 30 კვირა, კვირაში ჩატარებული საათების რაოდენობა 20-25 საათი, სულ 689 საათი. ყოველ კვირას გათვალისწინებულია განმავითარებელი შეფასება, ხოლო ყოველი შედეგის დასასრულს განმსაზღვრელი შეფასება პირველი და მეორე შედეგის განმსაზღვრელი შეფასება - 4 სთ. (ტესტირება/თეორიული კომპონენტის შეფასება), მესამე სწავლის შედეგის განმსაზღვრელი შეფასება - 10 სთ. (2 საათი ტესტირება/თეორიული კომპონენტის შეფასება, ხოლო 8 საათი პრაქტიკული კომპონენტის შეფასება), მეოთხე სწავლის შედეგის განმსაზღვრელი შეფასება - 10 სთ. (2 საათი ტესტირება/თეორიული კომპონენტის შეფასება, ხოლო 8 საათი პრაქტიკული კომპონენტის შეფასება). 

პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართთან ერთად, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.


Facebook კომენტარები

პოპულარული

მსმენელთა შესარჩევი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად პროფესიული გადამზადების პროგრამაზე 4-02-2025, 00:59
2024 წლის 9 დეკემბრიდან ავტორიზირებული კულტურის ინსტიტუტი აცხადებს მსმენელთა მიღებას . 5-02-2025, 00:47
კულტურის ინსტიტუტი აცხადებს მსმენელთა მიღებას დაუსწრებელი კურსებზე არაფორმალური განათლების (პროფესიის) აღიარებას 7-02-2025, 00:42
05 სექტემბერს, ავტორიზირებულ კულტურის ინსტიტუტში ტარდება 2024-2025 სასწავლო წლის მისაღებ-შემოქმედებითი ტური 11-08-2024, 12:42
ირინა ბესედინა 29-09-2022, 19:16

კალენდარი

«    ოქტომბერი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031