სიახლეები

ავტორიზირებული „კულტურის ინსტიტუტი“ აცხადებს მსმენელთა მიღებას,ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების რეპეტიტორის პროფესიული გადამზადების პროგრამაზე;

პროფესიული გადამზადების პროგრამა მიეკუთვნება ხელოვნების სფეროს, ქართული ხალხური სიმღერის საქმიანობის მიმართულებით. პროფესიული გადამზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია შესაბამის სფეროში დასაქმებულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამაზე დაშვების წინაპირობებს, პირს, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს ცოდნა აღნიშნული მიმართულებით, გაიუმჯობესოს პრაქტიკული უნარები და გახდეს კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრი ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად. პროგრამაზე სწავლა განხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, პროგრამის ხანგრძლივობა 11 კვირა, კვირაში ჩატარებული საათების რაოდენობა 15-25 საათი, სულ 215 საათი. ყოველ სასწავლო კვირას გათვალისწინებულია განმავითარებელი შეფასება, ხოლო განმსაზღვრელი შეფასება განხორციელდება მეთერთმეტე კვირას. პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართთან ერთად, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები. ქართული ხალხური სიმღერის რეპეტიტორის პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს: სამუსიკო ან ფართოპროფილიანი ხელოვნების ცენტრებში, სტუდიებში, კულტურულ-საგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. შესაძლებელია თვითდასაქმებაც.


Facebook კომენტარები

პოპულარული

მსმენელთა შესარჩევი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად პროფესიული გადამზადების პროგრამაზე 4-02-2025, 00:59
2024 წლის 9 დეკემბრიდან ავტორიზირებული კულტურის ინსტიტუტი აცხადებს მსმენელთა მიღებას . 5-02-2025, 00:47
05 სექტემბერს, ავტორიზირებულ კულტურის ინსტიტუტში ტარდება 2024-2025 სასწავლო წლის მისაღებ-შემოქმედებითი ტური 11-08-2024, 12:42
კულტურის ინსტიტუტი აცხადებს მსმენელთა მიღებას დაუსწრებელი კურსებზე არაფორმალური განათლების (პროფესიის) აღიარებას 7-02-2025, 00:42
ტატიანა ნიკაბაძე 25-09-2021, 17:07

კალენდარი

«    ნოემბერი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930