სიახლეები

კულტურის ინსტიტუტი და არტ-ფოლკი ვუცხადებთ სოლიდარობასა და მტკიცე მხარდაჭერას მოძმე უკრაინელ ხალხს თავისუფლებისათვის ბრძოლაში.

🇬🇪 🇺🇦 Слава Україні! Героям слава! ✊🏻
კულტურის ინსტიტუტი და არტ-ფოლკი ვუცხადებთ სოლიდარობასა და მტკიცე მხარდაჭერას მოძმე უკრაინელ ხალხს თავისუფლებისათვის ბრძოლაში. ჩვენ ყოველთვის ვდგავართ თქვენს გვერდით, რადგან კარგად ვიცით თავისუფლების და მისთვის ბრძოლის ფასი.
ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ დღევანდელი მსოფლიო დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხელყოფას. საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა 2008 წელს რუსული აგრესია, რასაც მოჰყვა საქართველოს განუყოფელი ნაწილების აღიარება და მისი ტერიტორიების 20%- ოკუპაცია, ხოლო ასობით ათასი ადამიანი დევნილად იქცა საკუთარ სახელმწიფოში. 
დღეს იმავე განსაცდელშია ჩვენი მოძმე უკრაინა. არავის აქვს უფლება აუკრძალოს თავისუფალ ქვეყნებს, თავად აირჩიოს საკუთარი განვითარების გზა, მეგობრები და ალიანსები.  ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მოძმე უკრაინელ ხალხთან ერთად გავაგრძელებთ სვლას ჩვენი ისტორიული, დამსახურებული არჩევანის მისაღწევად.
Facebook კომენტარები

პოპულარული

მსმენელთა შესარჩევი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად პროფესიული გადამზადების პროგრამაზე 4-02-2025, 00:59
2024 წლის 9 დეკემბრიდან ავტორიზირებული კულტურის ინსტიტუტი აცხადებს მსმენელთა მიღებას . 5-02-2025, 00:47
05 სექტემბერს, ავტორიზირებულ კულტურის ინსტიტუტში ტარდება 2024-2025 სასწავლო წლის მისაღებ-შემოქმედებითი ტური 11-08-2024, 12:42
კულტურის ინსტიტუტი აცხადებს მსმენელთა მიღებას დაუსწრებელი კურსებზე არაფორმალური განათლების (პროფესიის) აღიარებას 7-02-2025, 00:42
ილონა ღოღაძე 25-09-2021, 18:57

კალენდარი

«    ნოემბერი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930