სიახლეები

კულტურის ინსტიტუტი 2024 წლის 31 მარტიდან აცხადებს მსმენელთა მიღებას არაფორმალური განათლების (პროფესიის) აღიარების შესახებ-დაუსწრებელი კურსი

დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება!

„ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის“; 

“ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების რეპეტიტორის”;

“სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ქორეოგრაფ-მწვრთნელის”.

 სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2023 წლის 21 აპრილის №438637 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №459 დადგენილებით დამტკიცებული „არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესისა და პირობების “მე 7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 და მე-3 პუნქტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე 2023 წლის 24 აპრილის №448613 ბრძანებით

 ა(ა)იპკულტურის ინსტიტუტს მიენიჭა არაფორმალური განათლების აღიარების უფლება. 2022 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით (№21740) პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს მიერ, ა(ა)იპკულტურის ინსტიტუტს მიენიჭა „ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის“,  ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების რეპეტიტორის, სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ქორეოგრაფ-მწვრთნელის  პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება, რის საფუძველზეც ინსტიტუტმა მოიპოვა არაფორმალური განათლების აღიარების უფლება.

შესაბამისად კულტურის ინსტიტუტი უფლებამოსილია გამოიყენოს ზემოაღნიშნული წესი „ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის“,  ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების რეპეტიტორის, სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ქორეოგრაფ-მწვრთნელის   პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამით განსაზღვრული სწავლების შედეგების (პროფესიის) არაფორმალური განათლების აღიარებისათვის.

გთხოვთ ააიპ კულტურის ინსტიტუტის „ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის“,  ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების რეპეტიტორის, სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ქორეოგრაფ-მწვრთნელის   პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამით

დაინტერესებულ პირებს პროგრამის დეტალების გასაცნობათ ეწვიოთ კულტურის ინსტიტუტის ვებ გვერდს www.qor.org.ge. www.artfolk.ge.  ხოლო არაფორმალური განათლებისა  და პროფესიის აღიარების მიზნით აპლიკაციის შესავსებად  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა შესაბამის ვებ.გვერდს https://vet.emis.ge/#/assessment

 

მხარდამჭერი ორგანიზაციები:

•    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

 
არაფორმალური განათლების აღიარების უფლებას მუდმოვ მოქმედი კომისიის წევრები:

 •         უჩა დვალიშვილი - პროფესორი

•         რეზო ჭანიშვილი - პროფესორი

•         ალექსანდრე ქართველიშვილი - საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიის პრეზიდენტი

•         მანანა მახარაშვილი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების აღიარების კონსულტანტი

  

იურიდიული პირი:

 

•    სახელწოდება ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტი

•    საიდენტიფიკაციო კოდი 406260255

•    ფაქტობრივი მისამართი ც. დადიანის 26

•    ელ-ფოსტა ინფო.ინსტიტუტეოფცულტურე@გმაილ.ცომ

•    ვებ-გვერდი: https://qor.org.ge.

•    Fაცებოოკ: კულტურის ინსტიტუტი

•    ტელეფონი:2354841; 2354821.

•    მობი: 593148326; 599556928; 592002300; 579003411; 59554541.

  

წარსადგენი დოკუმენტების სია:

 
1 ეტეპის

1. განცხადება;
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. არსებობის შემთხვევაში, არაფორმალური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი:
4. შრომითი ხელშეკრულებ(ებ)ის ასლი, სამუშაოს აღწერილობა, ცნობა სამუშაო ადგილიდან, სერტიფიკატი და ა.შ.


2 ეტაპი

1. რეზიუმე / CV;
2. მაძიებლის პორტფოლიო;
3. სამუშაო გამოცდილების შესახებ ანგარიშები;
4. ტრენინგზე დასწრების შესახებ სასწავლო ჩანაწერი და სერტიფიკატები;
5. სამუშაო ჩანიშვნები და ჩანაწერი;
6. რეკომენდატორის მიერ გაცემული ცნობა ან/და ფოტომასალა;
7. ვიდეო ჩანაწერები, პრეზენტაცია(ები);
8. სხვა სახის მტკიცებულებები.

 

3-ეტაპი

· (არაკომერციული) იურიდიული პირი „კულტურის ინსტიტუტი“ არაფორმალური განათლების აღიარების მაძიებლისთვის გასაწევი მომსახურების საფასურის შესახებ ინფორმირების მექანიზმები რეგულირდება შესაბამისი წესით.
· არაფორმალური განათლების აღიარების მაძიებლის განცხადების განხილვის საფასური შეადგენს - 100 ლარს, გასაწევი მომსახურების საფასურის ღირებულება შეადგენს - 1500 ლარს.
· მაძიებელი არაფორმალური განათლების აღიარების მოპოვების განცხადების განხილვის საფასურს იხდის დაწესებულების საბანკო ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
·  დაწესებულების საბანკო რეკვიზიტებს წარმოადგენს - სს თიბისი ბანკი ა/ა GE68TB7850336080100005 



Facebook კომენტარები