გელოდი ფოცხიშვილი » კულტურის ინსტიტუტი & არტ-ფოლკი
https://t.me/qoreo05/
Telegram ჯგუფი
შემოგვიერთდი
25-09-2021, 18:46
ავტორი: QOR.ORG.GE ნახვა: 429 კომენტარები: 0

გელოდი ფოცხიშვილი

ოფიციალური სახელი და გვარი: გელოდი ფოცხიშვილი
დაბადების თარიღი:6 აპრილი 1945 წელი ქ.ლანჩხუთი-გურია 76 წლის
მოცეკვავე, პედაგოგი, ქორეოგრაფი...
 
                                                     
1986 წელს დაამთავრა ქორეოგრაფიის რასპუბლიკური სახალხო უნივერსიტეტის სსრკ ხალხთა ცეკვების ფაკულტეტი და მიენიჭა ქორეოგრაფიული
კოლექტივის ხელმძრვანელის პროფესია, დიპლომი /43... 

1974 წელს სწავლობდა თბილისის უნივერსტიტეტის კინოსასცენარო ფაკულტეტზე რომელიც 4 წლის შემდეგ გაუქმდა
რაღაც მიზეზების გამო დიპლომები არ დაურიგდათ....
 
1.ცეკვა დაიწყო ქ.თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასხლეში,1956 წელს მიიღო მონაწილეობ საქართველოს ხელოვნებისა და დეკადაში ქ.მოსკოვში...
2.1964 წლიდან 47 წელი მუშაობდა საქართველოს ფილარმონიაში,1965 წელს ჩამოაყალიბა მოცეკვავეთა კვარტეტი რომელსაც
‘’დოლური’’დაერქვა...
3.1967 წელს მოცეკვავეთა კვარტეტ ‘’დოლურთან’’ერთად გახდა საკავშირო საესტრადო  ცეკვების ლაურეატი...
1967-1983 წლებში 16 წლის განმავლობაში ცეკვავდა საბჭოთა კავშირის სახელწიფო საკონცერტო ნაკრებში (გოსკონცერტში)
4.1968 წელს  კვარტეტი ‘’დოლური’’სხვა ქართველ მსახიობებთან ერთად მონაწილეობას იღებს  საქართველოს  კულტურისა და ხელოვნების დეკადაში ქ.მოსკოვში....
5.1968 წელს დაჯილდოვებულია მოლდავეთის უმაღლესი საბჭოს სიგელით მეგობრობის ფესტივალში მონაწილეობისათვის...
1970 წელს ანსამბლ ‘’დოლურის’’უკვე 10 კაციანი ჯგუფი  2 თვის მანძილზე გამოდიოდა კონცერტებით იაპონიაში ქ.ოსაკაში ექსპო-70 ზე...
1972 წელს ანსამბლთან ერთად იმოგზაურა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ბეირუთი,სირია,კუვეიტი და იორდანია....
6.1974 წელს პირველად გახდა საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი კუბაში...
7.1978 წელს გ.ფოცხიშვილი საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიასთან ქმნის მოცეკვავეთა ანსამბლს რომელსაც ‘’მეტეხი’’დაერქვა...
8.’’მეტეხთან’’ერთად 1978 წლიდან 1984 წლამდე ჩატარებული აქვს როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ 800 კონცერტი...ამ
წლებში ანსამბლმა იმოგზაურა კორეიაში კონცერტებით სადაც დაჯილდოვებულია კორეიაში საბჭოთა საელჩოს ქების სიგელით....და ბულგარეთში მეორედ
გახდა საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი, ამ წლებშივე ‘’მეტეხმა’’ 3 თვიანი ტურნეთი საკავშირო კონცერტიდან იმოგზაურა ბელგიაში,ჰოლანდიაში,
შვეციაში,დანიაში,ნორვეგიაში და ფინეთში..
9.1981 წელს მიიღო მონაწილეობა ქ.პარიზში საერთაშორისო ტურისტული სალონის პრეზენტაციაში და კონცერთებით
გამოდიოდა პარიზის სხვადასხვა ქალაქებში...
ამავე 1981 წელს ანსამბლ ‘’მეტეხის’’სოლისტები საესტრადო ანსამბლ ‘’ორერასთან’’ერთად გამოდიოდა კანადის რამოდენიმე ქალაქში,ოტავაში,მონრეალში და
ვანკუვერში საქართველოს დღეებთან დაკავშირებით....
9.ხანგრძლივი წლების მუშაობის შემდეგ გ.ფოცხიშვილს მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის კულტურის მინისტრის ეკატერინე ფურცევას 3 მადლობის სიგელი...
10.1985 წელს ქ.მოსკოვში ცეკვის ანსამბლმა‘’მეტეხმა’’ მიიღო მონაწილეობა მსოფლიო ახალგაზრდობის დეკადა-ფესტივალში...
11.1988 წელს ‘’მეტეხთან’’ერთად მიიღო მონაწილეობა ქ.კრაკოვში გამართულ სამთავრობო კონცერტში,რომელიც
მიეძღვნა ვარშავის ხელშეკრულების პაქტს....კონცერტს ესწრებოდა მიხეილ გორბაჩოვი,ედუარდ შევარდნაძე, იერუზელსკი და ევროპის ყველა სახელწიფო ლიდერი....
12.1987-88 წლებში მონაწილეობს 2-ჯერ ზედიზედ საბჭოთა კავშირის დღეებში ინდოეთში....
13.1989 წელს თბილისის სპორტის სასახლეში აყალიბებს შოუ და სპორტულ სანახაობათა ასოციაციას სადაც მართავდა კონცერტებს  ქართველი
მაყურებლების წინაშე აგრეთვე ჩამოყავდა უცხოელი საესტრადო კოლექტივები....
14.1989-91 წლებში პარალელურად მუშაობს ‘’მეტეხთან’’ერთად მუშაობას იწყებს საქართველო-ამერიკის შემოქმედებით ასოციაცია‘’ლილეო-არტს’’თან
საიდანაც ანსამბლი ‘’მეტეხი’’გელოდი ფოცხიშვილის ხელმძღვანელობით  იყო საგასტროოდ
გერმანიაში 2 ჯერ,აშშ და ავსტრიაში....
15. ქორეოგრაფ ჯანო ბაგრატიონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გელოდი ფოცხიშვილი ინიშნება საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის 
მთავარ ქორეოგრაფად ბატონ ჯანო ბაგრატიონის ადგილას სადაც 12 წელი მუშაობდა....
16.1993 წელს ანსამბლი ‘’მეტეხი’’ესპანეთში გასტროლების დროს იღებს მონაწილეობას ფესტივალში
‘’რომარიო-ინტერნაციონალ’’და იმსახურებს ფესტივალის უმაღლეს ჯილდოს გრან პრის....და ამავე წელს ანსამბლი იღებს სახელწოდებას
ქართული ფოლკლორისა და ნაციონალური ბალეტის თეატრი ‘’მეტეხი’’....
17.1993 წელს გ.ფოცხიშვილი ქმნის ‘’მეტეხის’’ქორეოგრაფიულ სტუდიას....სადაც ქორეოგრაფებად გვევლინებიან მისი ვაჟები
დავით და გელა ფოცხიშვილები....
18.1994 წელს გ.ფოცხიშვილი და ‘’მეტეხი’’პირველად საქართველოს ისტორიაში გამოდის ეგვიპტში-კაიროს მსოფლიოში ცნობილ
ოპერისა და ბალეტის სახელწიფო თეტრში 10 დღე დიდი წარმატებით....
19.1996 წელს გ.ფოცხიშვილს სცენაზე გამოყავს ანსამბლ ‘’მეტეხის’’მეოთხე თაობა და ამ წელსვე მონაწილეობას იღებს
იტალიაში წმინდა იოანეს დრესასწაულში....
20.1997 წელს გ.ფოცხიშვილი ინიშნება საქართველოს ქორეოგრაფ მოღვაწეთა კავშირის განყოფილების გამგედ....
21.1997-98 წლებში გ.ფოცხიშვილი ქმნის ახალ მიმართულებას ქართულ ქორეოგრაფიაში და დგამს ახალ მინიატურებს,
ნოველებს და საცეკვავო ნომრებს ცნობილი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებზე როგორიცაა: ‘’ქართული პადედე’’,
‘’გამოღმით მე ვარ’’,’’საყვარელ ქუჩაზე’’,’’კინტოს სიზმარი’’,’’კაროჟნების ცეკვა’’,’’მედროგე პავლე’’,’’გურულები’,’ სულხან კერესელიძის
მუსიკაზე ქმნის მიკრო ბალეტ-ნოველას ‘’მოკლე რეპეტიცია სიყვარულზე’’და სხვა....
გ.ფოცხიშვილმა პირველმა საქართველოში შექმნა ახალი მუსიკალური გაფორმება  ცეკვებისათვის და მთელი პროგრამა
გადაიყვანა ფონოგრამაზე რაც უფრო მეტ საშუალებას იძლეოდა მუსიკლური სისუფთავის და ახალი კომპოზიციების შესაქმნელად....
22.1998 წელს ‘’მეტეხმა’’აღნიშნა მოღვაწეობის 20 წლის თავი,ამასთან დაკავშირებით მომზადდა ახალი პროგრამა,
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით გელოდი ფოცხიშვილი დაჯილდოვდა საქართველოს ღირსების ორდენით
ქართული ქორეოგრფიის ახლებური ხედვისა და განვითარებისათვის....
23.2009 წელს ქართული ფოლკლორისა და ნაციონალური ბალეტი თეატრი’’მეტეხი’’6 თვით მიემგავრება საგასტროლოდ
ჩინეთში და მის ქალაქებში სადაც ჩაატარა 385 კონცერტი რომელსაც დიდი გამოხმურება ქონდა ჩინეთში
და ეს იყო ქართული ცეკვის პირველი სერიოზული გასტროლები ამ ქვეყანაში....
24.2010 წელს გ.ფოცხიშვილი და ‘’მეტეხი’’სოლო პროგრამით გამოდიოდა საბერძნეთის ქალაქებში
25.2011 წლის 6 აპრილს გ.ფოცხიშვილს შეუსრულდა 66 წელი და სცენაზე მოღვაწეობის 46 წელი ‘’მეტეხს’’კი დაარსებიდან 32 წელი....
26.ქართული ფოლკლორისა და ნაციონალური ბალეტის თეატრი საგასტროლოდ 10 წლის მანზილზე 12-ჯერ იყო იტალიაში...
27.2001 წელს 3 თვით საგასტროლოდ იყო დიდ ბრიტანეთში და მოიარა ინგლისის ყველა ქალაქი ლონდონში გამოდიოდა
უიმბლდონის დიდ საკონცერტო დარბაზში....
28.2002 წელს ‘’მეტეხი’’საგასტროლოდ იყო ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში....უკანა გზაზე კონცერტი ქონდა ლოსანჟელესში
კერძოდ ჰოლივუდში....
29. ქართული ფოლკლორისა და ცეკვის თეატრმა ‘’მეტეხმა’’შვა ფოციშვილების სამეფო ნაციონალური ბალეტი,რომელსაც
ხელმძრვანელობენ გ.ფოცხიშვილის ვაჟი გელა ფოცხიშვილი და რძალი მაია კიკნაძე და უკვე დამოუკიდებლად და
დიდი წარმატებით მოგზაურობენ მსიფლიოს გარშემო!
30. ამჟამად ქართული ფოლკლორისა და ნაციონლური ბალეტ ‘’მეტეხის’’ხელმძღვანელები არიან გ.ფოცხიშვილის მეორე ვაჟი დავით ფოცხიშვილი და
რძალი ნინო ქართველიშვილი, აგრეთვე არიან‘’პატარა ვარსკლავების’’ქორეოგრაფები და სამხატვრო ხელმძღვანელები.....
გ.ფოცხიშვილი ცოლშვილიანია ყავს 2 ვაჟი და 6 შვილიშვილი,უფროსი შვილიშვილი გიორგი ფოცხიშვილი არის ჰოლანდიის-ამსტერდამის სამეფო
ნაციონალური ბალეტის სოლისტი,დანარჩენები სწავლობენ ქ.თბილისის ვახტნგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სტუდიაში,ასე და ამრიგად დიდი
წარმატებით გრძელდება ფოცხიშვილების შემოქმედებითი ოჯახის წარმატებები მსოფლიოს ქალაქებში მზადდება ახალი ქორეოგრაფიული პროგრამები!
 
მიღებული აქვს ჯილდოები და პრიზები!
1994 წელს დაჯილდოვდა საქართველოს ღირსების ორდერით
2011 წელს დაჯილდოვდა საქართველოს ქორეოგრაფიულ კავშირის რაინდის ორდერით (65 წლის თავთან დაკავშირებით)
2012 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად.....
2015 წელს დაჯილდოვდა საქართველოს ქორეოგრაფიულ კავშირის ბრწყინვალების ორდერით( 70 წლისთავთან დაკავშირებით)
2015 მიიღო აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ტიტული ( 70 წლისთავთან დაკავშირებით)
2015 წელს ფილარმონიის წინ გაიხსნა ფოცხიშვილების და ‘’მეტეხის’’ვარსკლავი- 70 წლის თავთან დაკავშირებით
2015 წელს გახდა საქართველოს ‘’ფაზისის’’ საერო აკადემიის აკადემიკოსი
2015 წელს საქართველოს მწერლთა,მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემია ‘’ქალდიას’’ აკადემიკოსი
2016 წელს საქართველოს მწერალთა კავშირმა და ხელოვნების ოქროს ფონდმა გ.ფოცხიშვილი დააჯილდოვა გვაწლმოსილი ხელოვანის წოდებით
ქართულ ქორეოგრაფიაში განსაკუთრებული წვლილისათვის...
2016 წელს გახდა დავით აღმაშენებლის აკადემიის საპატიო პროფესორი
2016 წელს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვებულია კულტურის სამინისტროს ‘’ხელოვნების ქურუმით’’
  •  საქართველოს ცეკვის ვარსკლავოსანი
  • საქართველო ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • საქართველოს ფოლკლორისა და ნაციონალური ბალეტ ‘’მეტეხის’’ დირექტორი....
  • საქართველოს ღირსების,ბრწყინვალების და ქორეოგრაფიის რაინდის ორდერის კავალერი...
  • საქართველოს მწერალთა კავშირმა და ხელოვნების ოქროს ფონდმა გ.ფოცხიშვილი დააჯილდოვა გვაწლმოსილი
  •  ხელოვანის წოდებით ქართულ ქორეოგრაფიაში განსაკუთრებული წვლილისათვის
  • დაჯილდოვებულია საქართველოს კულტურის სამინისტროს ‘’ხელოვნების ქურუმით’’                                                                                   
  • საქართველოს დავით აღმაშენებლის აკადემიის საპატიო კადემიკოსი
  • საქართველოს ეროვნული აკადემიის,ფაზისის და ქალდეას  აკადემიკოსი....          
Facebook კომენტარები