კონფერენციები

პროექტის იდეა

- კულტურის ინსტიტუტი მიზნად ისახავს დაეხმაროს აჭარის ფოლკლორულ საცეკვაო სტუდიებში თვითდასაქმებულ ქორეოგრაფებს, რომლებსაც გლობალური პანდემიისგან მნიშვნელოვანი ზიანი მიადგათ, რადგან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო  დროებით შეწყვიტეს მუშაობა.  
კულტურის ინსტიტუტი გეგმავს, პროექტის ფარგლებში, უზრუნველყოს მათთვის დისტანციური სწავლება. სასწავლო კურსი ემსახურება ქორეოგრაფების შემოქმედებითი უნარების ზრდას, სპეციფიკური ქორეოგრაფიული კომპეტენციების გამომუშავებას. სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.
კულტურის ინსტიტუტი, რომლის დამფუძნებელთა შორის არიან საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირისა და კულტურისა და ხელოვნების კავშირის „არტ–ფოლკის“ ხელმძღვანელები, სისტემატურად მონაწილეობს საქართველოს მასშტაბით რეგიონალური ხალხური ქორეოგრაფიული ფესტივალების ორგანიზებაში და კარგად იცნობს იმ პრობლემებს, რომლებიც ქორეოგრაფების წინაშე დგას. ჩვენ ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია ქორეოგრაფების თეორიული ცოდნის გაღრმავება, რადგან მათ უმრავლესობას აკადემიური განათლება არ გააჩნია. ეს კი უარყოფითად აისახება სტუდიებში მოზარდი თაობის მომზადების პროცესზე, მის ხარისხზე. 
აგრეთვე, ჩვენი აზრით, აუცილებელია რეგიონებში მოღვაწე ქორეოგრაფებისათვის  პრაქტიკული უნარჩვევების გაზიარება პროფესიონალი და წარმატებული მოცეკვავეების და ქორეოგრაფების მხრიდან, რომლებიც ქვეყნის წამყვან ანსამბლებში ცეკვავენ ან ცეკვავდნენ. ეს მასტერკლასები დაეხმარებათ პროექტის ბენეფიციარებს გაეცნონ თანამედროვე ტენდენციებს ქორეოგრაფიის სფეროში, გადაახალისონ და გაათანამედროვონ საკუთარი სწავლების მეთოდიკა მოზარდებთან მუშაობის დროს. 
დისტანციური სწავლება შესაძლებლობას გვაძლევს მოვიცვათ ბენეფიციართა ფართო წრე და გეოგრაფია მინიმალური ხარჯებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ დისტანციურ სწავლებაში მონაწილეობის საშუალება მიეცემათ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ქორეოგრაფებს, რაც მათი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება.  

Facebook კომენტარები

პოპულარული

მსმენელთა შესარჩევი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად პროფესიული გადამზადების პროგრამაზე 4-02-2025, 00:59
2024 წლის 9 დეკემბრიდან ავტორიზირებული კულტურის ინსტიტუტი აცხადებს მსმენელთა მიღებას . 5-02-2025, 00:47
კულტურის ინსტიტუტი აცხადებს მსმენელთა მიღებას დაუსწრებელი კურსებზე არაფორმალური განათლების (პროფესიის) აღიარებას 7-02-2025, 00:42
05 სექტემბერს, ავტორიზირებულ კულტურის ინსტიტუტში ტარდება 2024-2025 სასწავლო წლის მისაღებ-შემოქმედებითი ტური 11-08-2024, 12:42
ლუბა ნაჭყებია 25-09-2021, 17:03

კალენდარი

«    მარტი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31